თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.
"მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება. რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობას უკვე რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია კვლავ იღებს დახმარებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ისინი ბალისტიკურ რაკეტებს უგზავნიან. გარდა ამისა, რუსებმა საკუთარი თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოება დაიწყეს", - აღნიშნა მან.
კირბის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერას გაწევას, რათა გამარჯვება შეძლოს.