ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს სამაგალითო ლიდერად და ბრძენ ადამიანად მოიხსენიებს.
კინზინგერი ღარიბაშვილის ამ ინტერვიუს აქვეყნებს, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და ღარიბაშვილს კორუმპირებულს უწოდებს:
"ქართველებო, რატომ აძლევთ პრემიერმინისტრს უფლებას თქვენ ხარჯზე გამდიდრდეს? კორუმპირებული", - წერს ყოფილი კონგრესმენი.
11 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: "პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ძალიან ამბიციურ რეფორმებსა და პროექტებს ახორციელებს თქვენი ერისა და ქვეყნისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია".