
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც, წინასწარი ცნობებით, შეიარაღებულმა პირმა ახალგაზრდა კაცს რამდენიმე გასროლა განუხორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, რომელმაც ექიმების თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღო და უკვე გაეწერა კლინიკიდან.
არსებული ვერსიით, დანაშაული სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება და მხარეებს შორის წარსულში არსებული კონფლიქტის ფონზე მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავები ამ დროისთვის სწავლობენ, რა გახდა ზუსტად მკვლელობის მოტივი.