ყველა საპროტესტო ნაკადი 11 მაისს თბილისში მოიყრის თავს. დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია იგეგმება. უკვე ცნობილია რამდენიმე ადგილი, სადაც შაბათს მოქალაქეები შეიკრიბებიან - რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, 300 არაგველი, ექსპო-ჯორჯია. შეკრების ადგილების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან საზოგადოებრივი ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც გეგმავენ თავყრილობას. საბოლოოდ ყველა ნაკადი ევროპის მოედნისკენ დაიძვრება და ერთმანეთს შეუერთდება. პროტესტის მასშტაბი დღითი დღე იზრდება.