კოტე კემულარიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ქმნის ახალ პარტიას, რომელშიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ქართული ოცნების ამჟამინდელი დეპუტატი დავით სერგეენკოც იქნებიან.
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ ოლიგარქიც ემზადება, ის ახალ გუნდს ქმნის, მე მაქვს ეს ინფორმაცია. ყიფიანი, კუჭავა - ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, სერგეენკო. ის ქმნის, რომ გლობალიზმი იცვლება რეგიონული გაერთიანებებით და ის ემზადება სერიოზულად და ჩვენც უნდა მოვემზადოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ სერიოზული პროექტები და მივიტანოთ იმ 60%-მდე, რომელიც დაიღალა და არ მონაწილეობს არჩევნებში", - თქვა კემულარიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში.
***
"არასდროს თქვა არასოდეს" - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე დასმულ შეკითხვას.
ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტია უკვე დააფუძნა ოცნების ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა. ის წინასწარ ამბობს, რომ ეს მმართველ ძალას დასჭირდება, არჩევნების შემდეგ მზადაა, ქართულ ოცნებას კოალიცია შეუქმნას.