კელოგი: მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დოკუმენტი კიევისგან, ველოთ მოსკოვისგანაც

კელოგი: მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დოკუმენტი კიევისგან, ველოთ მოსკოვისგანაც

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების ფარგლებში უკვე მიღებულია დოკუმენტი, რომელიც მშვიდობის მისაღწევად პირობების ჩამონათვალს მოიცავს. ახლა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენას აშშ რუსეთისგან ელოდება.

„უკრაინის მხრიდან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული პოზიცია, თუ როგორ შეიძლება მშვიდობამდე მისვლა. ახლა ასეთი დოკუმენტი უნდა ვიხილოთ რუსეთიდანაც. ორივე მხარის პირობების შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი, შევაჯეროთ მისაღები და მიუღებელი პუნქტები და გადავდგათ ნაბიჯი შეთანხმებისკენ“, — განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, რუსეთმა დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში წარადგენს ე.წ. მემორანდუმს. ამის შემდეგ დაგეგმილია მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ ჟენევაში, სადაც მხარეების პოზიციები ერთად განიხილება.

„შეხვედრის მიზანი იქნება ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და პროცესს საბოლოო შეთანხმებამდე მიიყვანს“, — აღნიშნა კელოგმა.