
ჯერ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები,- ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კელოგი ამბობს, თავდაპირველად რუსეთი უნდა დათანხმდეს უპირობოდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სამშვიდობო დისკუსიების გამართვა.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობები!! თავდაპირველად უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა და, ამ პერიოდში, გადავიდეთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო დისკუსიებზე. არა პირიქით“, – წერს კიტ კელოგი.
შეგახსენებთ, პუტინი კიევს 30-დღიანი ზავის ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.