საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ.
იან კელის თქმით, შანსი იმისა, რომ რეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს, პრაქტიკულად 100%-ია.
"შანსი იმისა, რომ ამ რუსულ კომპანიებს შორის, სულ მცირე, ერთ-ერთი მაინც არიდებდეს სანქციებს თავს და/ან არის ნებაყოფლობითი თუ უნებლიე ფრონტი დაზვერვისა, ან სხვა მავნებელი ოპერაციებისთვის? - პრაქტიკულად 100%-ია. საქართველო თავის თავს მოწყვლადს ხდის უსაფრთხოების რისკების და/ან საერთაშორისო სამართლებრივი საფრთხის წინაშე", - წერს იან კელი Twitter-ზე.
The chances that at least one of these Russian companies is evading sanctions and/or is a willing or unwilling front for intell and other malicious ops? Virtually 100%. Georgia is exposing itself to security threats and/or international legal jeopardy. https://t.co/wkWgUBOygM
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ომის დაწყების შემდეგ (2022 წლის მარტი) რუსეთის მოქალაქეებმა 21 326 კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მონაცემები გასული 27 წლის მონაცემებს თითქმის სამჯერ აღემატება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 1995-2022 წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რიცხვი 7788-ს შეადგენს.