მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება NATO-ს წევრებს შორის, ევროკავშირის წევრებს შორისაც კი უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას საერთო პოზიცია გახლავთ, რომ ტოლერანტობა არის მნიშვნელოვანი პოზიცია და საჭიროება, ამ ჯგუფების დაცვა ძალადობრივი შეტევებისგან. როგორც მე ვნახე, ლისის ტბაზე დიდი ძალისხმევა არ იყო განხორციელებული დაცვის თვალსაზრისით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ნაბიჯია, რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების თვალსაზრისით, რომ მოწყვლადი უმცირესობა არ დაიცვა
განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა. [სინქრონული თარგმანი]
8 ივლისს, Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.