ქართული ოცნების რიტორიკა და ქმედებები, მტრული ტონია არამხოლოდ ამერიკის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების მიმართაც. რაც თავის მხრივ ამაზრზენია. უცხოელი აგენტების კანონი, რაც მიიღეს, რომელიც, პრაქტიკულად, რუსულის ანარეკლია. ქართული ოცნება ტრაექტორიას ასცდა, რომელიც დასავლეთისკენ მიდიოდა. ახლა ურთიერთობები უფრო და უფრო გაუარესდება, მაგრამ ჯერ დრო კიდევ არის. მმართველმა პარტიამ უნდა აღადგინოს აშშ-ს ნდობა მათ მიმართ, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რაც საჭიროა რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. დღემდე ამის ნიშანი არ გვინახავს.
განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.