კელი: გამოვიყენებთ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებს, თუ ოცნება ამ გზით ივლის

კელი: გამოვიყენებთ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებს, თუ ოცნება ამ გზით ივლის
იან კელი 30.09.24 22:33

შეშფოთება სერიოზულად გაიზარდა მმართველი პარტიის ქმედებებითა და რიტორიკით განსაკუთრებით უცხოური აგენტების კანონთან მიმართებით და განსაკუთრებით ანტიდემოკრატიული საფრთხეების გაჟღერებით, რომ პოლიტიკურ და იურიდიულ მკაცრ სასჯელს გამოიყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ეს გახლავთ ისეთი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი.

მწამს, რომ აშშ და ევროკავშირი რეალურ ინტერესს ავლენს საქართველოსთან დაკავშირებით რომ ის დარჩეს ევროატლანტიკურ და დასავლურ ტრაექტორიაზე. ამ დროს ჩვენ რა უნდა მოვიქმედოთ - ნათლად უნდა განვუცხადოთ საქართველოში ოცნების ლიდერებს, ივანიშვილის ჩათვლით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ უზარმაზარ ფინანსურ სანქციებს მის ფულთან დაკავშირებით, თუ ოცნება გააგრძელებს ამ გზით სიარულს და, განსაკუთრებით, თუ იგი რაიმეს ჩაიდენს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობა.

განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

[სინქრონული თარგმანი]