კაცი, რომელსაც ოზურგეთში თვეზე მეტხანს ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

კაცი, რომელსაც ოზურგეთში თვეზე მეტხანს ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

48 წლის კაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა.

სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების ძალადობის კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

კაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ. საქმეში ჩართული იყო, როგორც სამართალდამცველი უწყება, ასევე სამაშველო სამსახური.