კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში კაცი სტადიონის მშენებლობაზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 32 წლის კაცი მიწის მოწყვეტილმა მასამ ჩაიტანა, რის შემდეგაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.