კარასინი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია აქვს

კარასინი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია აქვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს გააქტიურების ტენდენცია აქვს".

მისი თქმით, რუსული მხარე მოხარული იქნებოდა, საქართველოსთან "დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილიყო".

"ჯერჯერობით, ისტორიული მიზეზების გამო, თბილისში გვაქვს შვეიცარიის საელჩოში განყოფილება, რომელიც შედგება ჩვენი დიპლომატებისგან. ისე, როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს და ქართველი დიპლომატები იქ მუშაობენ", - ამბობს კარასინი.

კარასინმა ისაუბრა ქართულ ოცნებაზეც.

"ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად გაიზარდა. საქართველო გამოირჩევა პასუხისმგებელი მიდგომებით. მას აღარ სურს სხვისი ინტერესებისთვის ბრძოლა. ეს დადებითად აღიქმება რუსეთის საზოგადოებრივი თვალსაზრისით. იხვეწება ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები", - თქვა მან.