კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს

კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულებისთვისა და მძევლების სახლში დაბრუნებისთვის, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გააკეთებს.

ამასთან, ჰარისმა აღნიშნა, რომ 2024 წელი ღაზასა და ლიბანში, მსხვერპლის გათვალისწინებით, ძალიან რთული იყო.

"ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით", - განაცხადა ჰარისმა.