კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატის გამართვა სურს.
"კიდევ ერთი დებატის გამართვას ვცდილობ. ვნახოთ, რა გამოვა", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით ქალაქ ატლანტაში გამოვიდა და აბორტის უფლების შესახებ ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს.