
გუშინ ღამით განხორციელებულმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს მეტი ტკივილის მოტანას და უკრაინის განადგურებას. შემზარავია, რომ უდანაშაულო მსხვერპლთა შორის ბავშვებიც არიან — დაჭრილები და მოკლულები. ჩემი ფიქრები დღეს მათ ოჯახებთანაა.
უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყდეს ეს ომი.
დაწერა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა X-ზე.