თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის "აბსოლუტურად გაუგებარია", რატომ უნდა გამოსულიყო ქვეყნის პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
"რატომ უნდა გამოსულიყო, ძალიან დიდი ბოდიში? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და იძახა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით მეუბნებით მაგას, რომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე სიტყვით და მისალმებოდა მაყურებელს, საზოგადოებას, აბსოლუტურად გაუგებარია", - განაცხადა მან.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, რითაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს მთავრობა "სახალხო ზეიმი" გამართა. იქ სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის წევრები, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა ის იქ საკუთარი სურვილით მივიდა - მას ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცემია და არც სცენაზე მიუწვევიათ.