რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით იმას, რომ ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს - სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიცია საერთოდ არ არის ჩართული. მეტიც, ოპოზიცია დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალონ ამ პროცესს, ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას ამ რთულ გზაზე. მინდა, მჯეროდეს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და არა ისეთი უსამართლო, როგორც გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი და საქართველო დაჩაგრეს გარკვეული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.