"ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ეკონომიკის მინისტრის მიერ პეკინში გამართულ ბანკეტზე ვლადიმერ პუტინთან ერთად დასწრების საკითხს.
"ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე, რასაც ცდილობთ, თქვენ გააკეთოთ, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო [ისევე], როგორც სხვა დელეგაციის წევრები აღნიშნულ ღონისძიებაში. შესაბამისად, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა", - ამბობს კახა კალაძე.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.
როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.
ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახე