კალაძე: ოცნებას დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია

ქართულ ოცნებას დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. ქართულ ოცნებას აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს.

ამბობს ჟურნალისტებთან თბილისის მერი კახა კალაძე.