ჩანს, რომ არის მიზანმიმართული ბრძოლა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ. რა ვიცი, მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება... მე ვფიქრობ, საზოგადოება უკვე ნელ-ნელა ხვდება ყველაფერს და ანალიზსაც კარგად აკეთებს. ამიტომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
20 იანვარს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოვლაბის წევრს, გიორგი კანდელაკს, ასევე, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელს, ბექა მინდიაშვილს დაესხა თავს და ისინი "საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმაში" დაადანაშაულა.