თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი "დაცინვის" ღირსია, რადგან საუბრობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებენ. კალაძეს მიაჩნია, რომ ეს არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებია.
"ეტყობა სხვა ქვეყანაზე საუბრობს და აცდენილია რეალობას. სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როდესაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. [...] როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. რას ნიშნავს ზედაპირული შესრულებულია. ჩვენთ ვთქვით რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნებოდა ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის რამხელა უბედურება ტრიალებს და რა ხდება. მაგრამ როდესაც ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს, რომ საქართველო ჩამორჩება მოლდოვას, ეს ადამიანი არის დაცინვის ღირსი", - თქვა კალაძემ.