ბიძინა ივანიშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის. ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული, იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთზე ვისაუბრო, თუმცა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე, განიცდის, განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და გადადგა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ის შემოტევები, უსამართლობა, რაც დღეს ხდება ამ ადამიანის მიმართ, გამოწვეულია მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - ამ ადამიანს ვერ პატიობენ ორ რამეს - ეს არის პატრიოტიზმი და ქვეყნის და ხალხის სიყვარული
განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.