1 ოქტომბერი გამორჩეული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამ დღეს გაიმარჯვა ქართველი ხალხის ნებამ და სურვილმა - ებრძოლა უკეთესი მომავლისთვის და ეშენებინა სახელმწიფო, სადაც მთავარი და უმთავრესი ადამიანი და მისი უფლებების დაცვაა. ამ გამარჯვებაში უდიდესია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელმაც შიშსა და უიმედობაში მყოფ საზოგადოებას დაანახა გზა და მისცა რწმენა იმისა, რომ ვერანაირი ავტორიტარული რეჟიმი ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას.
გამარჯვება არის იქ, სადაც სიმართლე და ერთიანობაა. სწორედ ეს არის ძალა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა და ეყრდნობა "ქართული ოცნება". 1 ოქტომბერს ვულოცავ "ქართული ოცნების" თითოეულ წევრს, ჩვენს მხარდამჭერებს! ვულოცავ ყველას, ვინც დღესაც იბრძვის საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!
წერს თბილისის მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების 11 წელთან დაკავშირებით.