ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არის მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია ექნება, ვის რა თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს.
დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, გამწვავდება, ასე მგონია, თუმცა ჩვენთვის ნამდვილად არ არის საინტერესო რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და ამ ყველაფრით უნდა ვიყოთ დაკავებული.
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.