კალაძე დანიგანზე: საოცარი წასვლა იყო, ბევრი კითხვა არსებობს

კალაძე დანიგანზე: საოცარი წასვლა იყო, ბევრი კითხვა არსებობს

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან რობინ დანიგანის "ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს".

მისი თქმით, "არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ აშშ-ის ადმინისტრაციას".

"საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს.

აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები დასახული - "დიფ სთეითის" დამარცხება, ომის დასრულება, რასაც მივესალმებით და ვგულშემატკივრობთ მას", - ამბობს კალაძე, პირველი არხის ცნობით.

გუშინ, 5 ივნისს რობინ დანიგანმა თქვა, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პოსტს ტოვებს.