მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ არც ის ნიღბიანი პირები უნახავს ვინმეს და არც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხართ, რომ ბატონი [ლევან] ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით, ჩვენს წინაპრებზე შეურაცხყოფის მიყენებით, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდია.
თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 15 მაისს ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა. ბერძენიშვილი იმ მომენტში სახლში არ იყო, თუმცა ფიქრობს, რომ მათი მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.