კალაძე: არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორც ორბანი და მისი მთავრობა

არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებს, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ, რომ საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გასულ კვირას საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. ევროპაში ორბანი რუსეთის პრეზიდენტის მეგობრად მიიჩნევა. 17 ოქტომბერს პუტინი და ორბანი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ.