კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების სავარაუდო მონაწილე, არსენ ფიცხელაური გარდაიცვალა

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების სავარაუდო მონაწილე, არსენ ფიცხელაური გარდაიცვალა

სოციალურ ქსელ Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაიცვალა არსენ ფიცხელაური, რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

მიმდინარე წლის ივნისში რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის Схеми-ის ჟურნალისტებმა სააგენტო Investigation.Info-თან ერთდ ჩაატარეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც დაადგინეს, რომ ფიცხელაური, სავარაუდოდ, ივნისში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში მონაწილეობდა. რის შემდეგაც, მათივე ინფორმაციით, იგი რუსეთში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოიძახეს.

ინფორმაცია ფიცხელაურის გარდაცვალების შესახებ Telegram არხმა, სახელად - „ნუ დამელოდები უკრაინიდან“ გაავრცელა. მოგვიანებით, იმავე არხმა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯარისკაცის საფლავზე, სტავროპოლის სოფელ ნიჟნიაია ალექსანდროვკაშია გადაღებული.

საფლავზე განთავსებულია საქართველოსა და რუსეთის შერწყმული დროშა. ხოლო დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებად შესაბამისად მითითებულია 1988 წლის 24 მარტი და 2023 წლის 17 სექტემბერი.