თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი დაჭრა.
ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირება ქეიფის დროს მოხდა - თანასოფლებებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან სუფრის წევრებს ესროლა.
დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.