კახეთში მეგობრის იარაღიდან გასროლით კაცი დაიღუპა

კახეთში მეგობრის იარაღიდან გასროლით კაცი დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუის ტყეში მეგობრის სანადირო თოფიდან გასროლით 27 წლის კაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მას ტყვია შემთხვევით გაუვარდა. კაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.