
კახეთის გზატკეცილზე, კოფცოვის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
ცნობილია, რომ დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც, ერთი პირი მოკლულია, ერთი კი - კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი - 108-ე და 236-ე მუხლებით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.