კაია კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა

კაია კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც დაახლოებით 200 "ჩრდილოვან ფლოტში" შემავალ გემს უკავშირდება.

მისი თქმით, ახალი ღონისძიებები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს.

კალასის განცხადებით, სანქციების გაძლიერება გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს:

„ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს თითქმის 200 ჩრდილოვანი ფლოტის გემს. ახალი ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. დამატებითი სანქციები მზადდება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი", - წერს კალასი.