ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეებს გაათავისუფლებს. ამის შესახებ მან გროზნოში სამართალდამცავების ფორმირებისას განაცხადა.
"გვყავს ტყვეები, რომლებიც წამოვიყვანეთ დონეცკიდან, ლუჰანსკიდან. გადავცემ ჩვენს სტუმარს [სკოტ რიტერს - ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის მონიტორინგის ყოფილ ინსპექტორს] სამხედრო ტყვეების სიას. თუ სანქციებს მოუხსნიან დედაჩემს, ჩემს ქალიშვილებს, უდანაშაულო ადამიანებს, ცხენებს, ჩემს გარდა [...] ჩვენ ამ ხალხს გადავცემთ"', - განაცხადა მან.
როგორც TASS წერს, როდესაც სია რიტერს გადასცეს, აჩვენეს დატყვევებული უკრაინელების ვიდეოჩანაწერი. ვიდეოში მათ თქვეს, რომ შემოთავაზებული იყო 20 პატიმრის გათავისუფლება, კადიროვის ნათესავების, მისი თვითმფრინავებისა და ცხენების მიმართ სანქციების მოხსნის პირობით.