ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბორელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად კიევში დაღუპულ სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ყოფნა", - დაწერა მან.

მანამდე, 30 სექტემბერს ბორელი დაუგეგმავი ვიზიტით ოდესაში იმყოფებოდა, სადაც სოლიდარობა გამოუცხადა ისტორიულ ქალაქს და მწუხარება გამოთქვა, რომ ის რუსეთის აგრესიის მუდმივი სამიზნეა.