დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო მკვლელობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრაძანების გარეშე ვერ მოხდებოდა.
"რაც არ უნდა დამართნოდა თვითმფრინავს, რომელშიც პრიგოჟინი იმყოფებოდა, მისი სავარაუდო მკვლელობა პუტინის ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ აზიელ დესპოტად გარდაიქმნება, რომელიც თავის ყოფილ ფავორიტს კლავს, რათა აჩვენოს, თუ ვინ არის "მთავარი" და ტკბება თავისი დაუნდობლობით.
უკრაინის მოკავშირეებმა არ უნდა იფიქრონ პუტინის ბედზე, მათ უნდა გააგრძელონ იმ სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომლის აღებაც [პუტინმა] გადაწყვიტა", - ამბობს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. საერთაშორისო მედიების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.