გეოგრაფიული თვალსაზრისით უკრაინის ომი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ევროპის ბალანსზე. ფაქტია, რომ უახლოეს წლებში უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთი, რუმინეთის ყველა მეზობელი იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. ეს რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პირველად გვეყოლება ჩვენი ყველა მეზობელი ევროპულ ოჯახში და რუმინეთი აღარ იქნება დასავლეთის აღმოსავლეთ საზღვარი.