ჯო ბაიდენის გზავნილები

ჯო ბაიდენის გზავნილები

აშშ-ის პრეზიდენტი თელ-ავივიდან აცხადებს, რომ კონგრესს მიმართავს დახმარების დასამტკიცებლად. "ისრაელი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, არავინ იფიქროს თავდასხმაზე ", - ამბობს ბაიდენი და ჰამასის იერიშს ისრაელის 11 სექტემბერს უწოდებს. ბაიდენი გამოეხმაურა ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებას. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მტკიცებულებები წარადგინა, უწყების ცნობით, ფაქტებით დასტურდება, რომ ხალხით სავსე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჰამასის ნასროლი ჭურვი ჩამოვარდა.