ჯაფარიძე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ცესკომ საზღვარგარეთ უნდა გახსნან საარჩევნო უბნები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ, სადაც საქართველოს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციაა, უნდა გახსნან საარჩევნო უბნები და ამით გაუმარტივდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

საზღვარგარეთ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ბოლო არჩევნებზე ხმა აქედან მხოლოდ 12 000-მა მისცა. მაშინ, როდესაც ამ მოქალაქეებში არის დიდი ენთუზიაზმი და მაღალი ინტერესი, რომ ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, ტექნიკური ბარიერების გამო ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამას. მთავარი ბარიერი არის მანძილი საარჩევნო უბნამდე.

ასე გამოეხმაურა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, NDI-ის რეკომენდაციას საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით.