ჯაფარიძე: ხაბეიშვილი ბრძოლის ერთადერთ სწორ გზას ადგას - რაც შეიძლება მეტი ხალხი ქუჩაში

ჯაფარიძე: ხაბეიშვილი ბრძოლის ერთადერთ სწორ გზას ადგას - რაც შეიძლება მეტი ხალხი ქუჩაში

"კოალიცია ჩვლილებებისთვის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის მთავრობამ დაიჭირა იმიტომ, რომ იგი ხალხს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებდა.

მისი თქმით, ხაბეიშვილი "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ სწორ გზას ადგას - ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანა.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, სწორედ ქუჩაში მოსახლეობის პროტესტი აშინებს ივანიშვილის მთავრობას ყველაზე მეტად.

"ხაბეს ამბავს რაც შეეხება. ცხადია მისი დაკავება სისულელეა - შეუძლებელია პოლიტიკოსის მიერ, ბიუჯეტიდან თანხის გაცემაზე დაპირების გაცემა რამენაირად ქრთამი იყოს. ქრთამი იყო მაშინ, როდესაც ქოცები ივანიშვილის ფულით დაჰპირდნენ, წლების წინ, მოქალაქეებს, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, სესხების გასტუმრებას. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაწილი გადააგდეს, რაღაც ნაწილსაც გაისტუმრა კიდეც.

აი ეს იყო ქრთამი - საკუთარი ჯიბიდან ადამიანებს დაჰპირდა სესხების დაფარვას. "ოცნების" მთელი ელიტა, ივანიშვილის ჩათვლით მაგის გამო დასაჭერები არიან.

ხაბეიშვილი რატომ დააკავეს გასაგებია - ხალხს ეძახდა ქუჩაში. აკეთებდა ერთადერთ სწორ რამეს. ბრძოლის ერთადერთი სწორის გზა ჰქონდა - რაც შეიძლება მეტი ხალხი ქუჩაში.

ის ამბობდა, მე მჯერაო, რომ იმდენიო შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში, რომ რეჟიმი შეიძლება ჩამოიშალოსო. ის ამის გამო დააკავეს. ამის ეშინიათ - ძალიან ბევრი ხალხის. რადგანაც ხაბე დაიჭირეს ამის გამო, ესე იგი, ესაა სწორი გზა და არა სხვა რამ, თუნდაც მათ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა. ბევრი ხალხი ქუჩაში გამოყვანა არის ერთადერთი სწორი გზა - მაშინ ჩამოიშლება რეჟიმი", - განაცხადა ჯაფარძემ ფორმულასთან.