ჯაფარიძე: ეს ის დღეა, როცა პოლიტიკური პარტიები დუმს და ლაპარაკობს ქართველი ხალხი

ეს არჩევნები შეიძლება შევადაროთ 31 მარტის რეფერენდუმს. დღეს წყდება საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბედი. მგონია, რომ დღეს ქართველი ხალხი იმარჯვებს. ეს ის დღეა, როცა პოლიტიკური პარტიები დუმს და ლაპარაკობს ქართველი ხალხი. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ამომრჩეველი.

მე ხმა მივეცი საქართველოს რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას. ხმა მივეცი საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანებას, საქართველოსა და ართული ოჯახების გამთლიანებას.

თქვა ფორმულასთან ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ჯაფარიძემ.