ჯაფარიძე დახმარების შეწყვეტაზე: საქართველოს მომავალი საფრთხეშია, უნდა დავამარცხოთ ოცნება

ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი აკოტრებს ქართულ ოჯახებს. დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, დაიბლოკა 95 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც საქართველოს უნდა მოხმარებოდა. ეს 95 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გაზრდიდა ხელფასებს და დაწევდა ფასებს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. საქართველოს მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, სანამ ისინი ისეთ უფსკრულში გადაგვჩეხავენ, საიდანაც არ არსებობს შემობრუნების წერტილი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, ჩვენ მეტნი ვართ, ვიდრე ისინი. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ დავამარცხებთ ქართულ ოცნებას. ჩვენ გავწევრიანდებით ევროპის კავშირში და შევძლებთ კეთილდღეობა და ბედნიერი ცხოვრება ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. მივმართავ ქართულ ოცნებას და ბატონ კობახიძეს - კიდევ რამდენი კატასტროფული ნაბიჯი უნდა გადადგათ საქართველოს მოქალაქეების და ქართული ოჯახების გასაუბედურებლად?

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გია ჯაფარიძე აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირი დახმარების შეჩერებას ეხმაურება.