ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა, ქვეყანამ სწრაფად გადადგას EU-ში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები

ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს აუხდენელ ოცნებად დარჩათ და რისთვისაც შესწირეს მათ ცხოვრება და თავიანთი სიცოცხლე და რის ოცნებაშიც გაატარეს მთელი წლები, ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ. ხშირად გვესმის დღევანდელი მმართველი ძალისგან, რომ რა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, ეს არის მხოლოდ არაფრის მომცემი რაღაც სტატუსი, რომელსაც არ მოჰყვება არანაირი სიკეთე.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს, იმიტომ, რომ ვალდებულება გვაქვს ჩვენი წინაპრების წინაშე, რომ ეს შევაჩეროთ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ლელოს ამოცანაა, რომ ქვეყანამ სწრაფად გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჩვენი იდენტობის, რწმენის შენარჩუნებას. ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა

განაცხადა ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა , ბადრი ჯაფარიძემ, პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.