
ლელოს ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმროს დატოვების შემდეგ ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
მისი თქმით, თავის დროზე იმიტომ დააპატიმრეს, რომ ლელოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
"ჩვენი პოზიცია ისეთივეა, როგორიც ჩვენი სატუსაღოში მოთავსების დღემდე იყო - ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ბრძოლა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისთვის, ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის და ჩვენ რა გადაწყვეტილებაც გვქონდა მიღებული 74 დღის წინ, რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ, რა თქმა უნდა, ის გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია. სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა", - თქვა ჯაფარიძემ.
ხაზარაძე და ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს შეიწყალა.