იზოლაციონიზმი - ოცნების პოლიტიკის მთავრი ნიშანი

იზოლაციონიზმი - ოცნების პოლიტიკის მთავრი ნიშანი

კიევში მსოფლიოს ლიდერები ჩადიან - დღეს და ხვალ, როცა უკრაინა ჯერ დროშის და შემდეგ კი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უკრაინაში გაიხსნა "ყირიმის პლატფორმის" სამიტიც, რომელშიც 60 მდე ქვეყანა მონაწილეობს. სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ერთი დღით ადრე კი ათენში ევროკავშირის გაფართოებაზე იმსჯელეს, უკრაინის და მოლდოვის მონაწილეობით - სადაა ამ დროს საქართველო? ივანიშვილის მთავრობა ქვეყნის ადგილს ჩამოთვლილ ღონისძიებაში ვერ ხედავს.