
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. თავდასხმების ფონზე ისრაელის რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
„საფრთხის შესაჩერებლად თავდაცვითი სისტემები მუშაობს,“ — აცხადებენ ისრაელის არმიაში.
მანამდე ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.
პარალელურად, ისრაელის არმიამ ირანში „მასშტაბური საჰაერო იერიშების სერია“ განახორციელა