
ისრაელმა ირანის რაკეტების წარმოებისა და მფრინავების მომზადების ობიექტებზე 50-ზე მეტი ბომბდამშენით იერიში მიიტანა.
"საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმების სერია განახორციელა", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ამ სამიზნეებს შორის იყო როგორც მიწა-ზედაპირი, ასევე მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტების წარმოებისთვის გამოყენებული ობიექტები.
IDF ასევე აცხადებს, რომ მათი იერიშის მიზანი, ძირითადად, ირანის ბირთვული იარაღის განვითარების პროგრამის შეჩერება იყო.
"ირანის რეჟიმი ურანს ამდიდრებს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად არის განკუთვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.