ანტიდემოკრატიული კურსისა და რუსული კანონის ხელშესახები ზიანი. ოცნების პოლიტიკა ეკონომიკურ კრიზისს ქმნის. თითქმის ყოველდღიურად უფასურდება ლარი, რუსული კანონის მიღებიდან დოლართან მიმართებით გაუფასურება 14 თეთრი, ევროსთან მიმართებით - 17 თეთრია.
მცირდება სავალუტო რეზერვები. რყევების შეჩერებას ეროვნული ბანკი, 109 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, ვერ ახერხებს. პროგნოზიც არასაიმედოა. ხალხს სოციალური ტვირთი სულ უფრო უმძიმდება.