ივანიშვილის მორიგი ტრიუკი - საპატრიარქოს დამორჩილების გეგმა

ივანიშვილის მორიგი ტრიუკი - საპატრიარქოს დამორჩილების გეგმა

საპატრიარქომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც პირველად ფორმულამ სამი დღის წინ გაავრცელა. ივანიშვილის სურვილს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს და ეს ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო დაპირებად აქციოს, სასულიერო პირები არ ეთანხმებიან. ისინი დღეს უკვე ღიად ამბობენ, რომ ოლიგარქის გეგმის თანახმად, ეკლესია დამოუკიდებლობას დაკარგავს და საერო ხელისუფლების მორჩილებაში აღმოჩნდება. მილიარდერის პოლიტიკურ გუნდს სურდა საპატრიარქოს მისაკუთრების გეგმა, სარწმუნოების მხარდაჭერის მოტივით შეეფუთა, თუმცა, როგორც ჩანს, დიდი თევზი სატყუარას არ წამოეგო.